მეფე ლეოპოლდ მეორის ძეგლს, რომელიც ანტვერპენში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაწვეს, რესტავრაცია ჩაუტარდება
მეფე ლეოპოლდ მეორის ძეგლს, რომელიც ანტვერპენში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაწვეს, რესტავრაცია ჩაუტარდება

მეფე ლეოპოლდ მეორის ძეგლი, რომელიც ბელგიის ქალაქ ანტვერპენში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაწვეს, რესტავრაციისთვის ჩამოხსნეს.

ანტვერპენში მდებარე მეფე ლეოპოლდ მეორეს ძეგლს რასიზმის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებმა ცეცხლი რამდენიმე დღის წინ წაუკიდეს. ბელგიის მასშტაბით აშშ-ში აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებენ.

„ბრიუსელ თაიმსის“ ინფორმაციით, ანტვერპენის მერმა, ბარტ დე უევერმა განაცხადა, რომ ძეგლს მიდლჰეიმის მუზეუმში გადაიტანენ, სადაც მისი რესტავრირება მოხდება. როგორც მერმა განაცხადა, ძეგლი დიდი ალბათობით მუზეუმის საცავში სამუდამოდ დარჩება.

ლეოპოლდ მეორე ბელგიაში 1865 წლიდან 1909 წლამდე მეფობდა.

დატოვე კომენტარი