მეფე ლეოპოლდ მეორის ძეგლი, რომელიც ანტვერპენში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაწვეს, მუზეუმში განთავსდება
მეფე ლეოპოლდ მეორის ძეგლი, რომელიც ანტვერპენში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაწვეს, მუზეუმში განთავსდება

მეფე ლეოპოლდ მეორის ძეგლი, რომელიც ბელგიის ქალაქ ანტვერპენში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაწვეს, რესტავრაციის შემდეგ მუზეუმში განთავსდება. ამის შესახებ ანტვერპენის მერმა განაცხადა.

დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ყოფილ აფრიკულ  კოლონიებში სასტიკი მმართველობის გამო ბელგიის ყოფილი მონარქის ძეგლის არსებობას აქტივისტები დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, საპროტესტო აქციები აშშ-ის გარდა ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო. ანტვერპენში მდებარე მეფე ლეოპოლდ მეორეს ძეგლს რასიზმის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებმა ცეცხლი რამდენიმე დღის წინ წაუკიდეს. ლეოპოლდ მეორის ხსოვნის საწინააღმდეგო პეტიციას ხელი 64 000-მა ადამიანმა მოაწერა. გამოითქვა მოსაზრება, რომ 23-წლიანი მეფობის დროს, სწორედ ბელგიის ყოფილი მონარქი იყო ათ მილიონზე მეტი კონგოელის დაღუპვაზე პასუხისმგებელი. რვა ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი მეორე პეტიციას, რომელიც მეფის ძეგლის შენარჩუნებას ითხოვს. პეტიციაში ნათქვამია, რომ ლეოპოლდი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმ ადამიანების ქმედებაზე, რომლებიც კოლონიას მართავდნენ.