მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა ცესკო-ს თავმჯდომარემ გახსნა
მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა ცესკო-ს თავმჯდომარემ გახსნა

მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნა. მან საკრებულოს წევრებს დღევანდელი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მან ასევე შეაჯამა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნები დადებითად შეფასდა.

თამარ ჟვანიას შემდეგ დეპუტატებს სიტყვით საკრებულოს უხუცესმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ მიმართა. რის შემდეგაც საკრებულოს ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს.

ინჯიამ შემდეგ ტრიბუნა საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დაიკავა. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანამშრომლობისთვის და ახალ საკრებულოს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საკრებულოში რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა. სხდომის განახლების შემდგომ დამტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები.