მეექვსე დღეა, იმერეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
მეექვსე დღეა, იმერეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მეექვსე დღეა, იმერეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის ლაბორატორიამ 426 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულ პირთა შორის არიან საკარანტინო ზონებში მოთავსებული მოქალაქეები, მედპერსონალი და წყალტუბოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.