მედვედევს უიმბლდონიდან გაძევებით დაემუქრნენ #1TVSPORT
მედვედევს უიმბლდონიდან გაძევებით დაემუქრნენ #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი – რუსი დანიილ მედვედევი, შესაძლოა, უიმბლდონის ტურნირს ჩამოაშორონ, რომელიც 27 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება. დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა ნაიჯელ ჰადლსტონმა განაცხადა, რომ მთავრობა უკვე განიხილავს ამ საკითხს ტურნირის ორგანიზატორებთან.

ჰადლსტონმა აღნიშნა, რომ ვერავინ შეძლებს უიმბლდონზე რუსეთის დროშის ქვეშ თამაშს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბრიტანეთის სპორტის მინისტრის თქმით, ჩოგბურთელების მიმართ, შესაძლოა, დამატებითი მოთხოვნები დააწესონ. შესაძლოა, რუსი მოთამაშეებისგან მოითხოვონ გარანტიები, რომ ისინი მხარს არ უჭერენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, – წერს eurosport.com.