მედვედევი და ზვერევი როტერდამის ტურნირს გამოეთიშნენ
მედვედევი და ზვერევი როტერდამის ტურნირს გამოეთიშნენ

როტერდამის ATP500 კატეგორიის ტურნირში ორი სენსაცია მოხდა – მეორე წრიდან გამოეთიშნენ ბრძოლას რუსი დანიილ მედვედევი და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი.

მსოფლიოს მესამე ჩოგანი და ავსტრალიის ღიას ფინალისტი მედვედევი 6:7(4), 4:6 დამარცხდა სერბ დუშან ლაიოვიჩთან. მატჩის ბოლოს რუსმა ჩოგბურთელმა საჯარიმო ქულა მიიღო იმის გამო, რომ ჩოგანი კორტზე დარტყმით დაამსხვრია.

მედვედევს შეეძლო როტერდამის ტურნირის შედეგების მიხედვით, კლასიფიკაციაში რაფაელ ნადალის გასწრება და მეორე ადგილზე გადასვლა, მაგრამ, ჯერჯერობით მესამე პოზიციაზე დარჩება.

რაც შეეხება ალექსანდრ ზვერევს, მანაც ორ სეტში დათმო მეორე წრის მატჩი ყაზახ ალექსანდრ ბუბლიკთან – 5:7, 3:6.