მედიკოსები საერთაშორიოს ორგანიზაციებს მიმართავენ და ითხოვენ, ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს
მედიკოსთა საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
მედიკოსებმა ერთობლივი განცხადება სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„მედიცინა საზღვრების გარეშე არსებობს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუტანოთ ნუგეში. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის. ადამიანს, რომელიც ციხეში ზის, კანონი არ დაურღვევია“, – განაცხადა ორთოპედთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ნაჭყებიამ.
სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში იმყოფებოდა დაკავებულის მეუღლეც, რომელიც აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავება არის უკანონო.