მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ შესაძლოა კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენონ - #1tvმედიცინა
მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ შესაძლოა კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენონ - #1tvმედიცინა

მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ არის ძალიან ეფექტური და მასზე დიდი იმედია დამყარებული, – ამის შესახებ ინფექციონისტმა და ჰემატოლოგმა ელზა ვაშაკიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

მისი თქმით, მედიკამენტმა ადამიანებში გამოცდა გაიარა. აბები მიიღო 1000-ზე მეტმა პაციენტმა. პირველი შედეგები 8 მარტს გამოქვეყნდა.

„მედიკამენტი ეფექტური გახლავთ და მასზე ძალიან დიდი იმედია დამყარებული. სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ეს შრომა მთლიანად დასრულდება. მე ვფიქრობ, რომ მისი რეგისტრაცია და შემდგომში გამოყენება არ იქნება დიდი სირთულე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ერთ პატარა ნიშას კიდევ გადავლახავთ ამ მედიკამენტის დარეგისტრირებით. მე ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი მის მიმართ განწყობილი და დღეს კიდევ უფრო, როცა გამოქვეყნებულია პირველი შედეგები“, – განაცხადა ელზა ვაშაკიძემ.