მედიკამენტებზე ქართული ანოტაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
მედიკამენტებზე ქართული ანოტაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

მედიკამენტებზე ქართული ანოტაცია ნებისმიერ კოლოფში უნდა იყოს მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა ამას მომხმარებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტად ქცევას.

თუმცა, აკაკი ზოიძის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, კანონპროექტი უკვე მიღებულია.

„ქართველი მწარმოებელი ისედაც უზრუნველყოფს ქართულ ინსტრუქციებს. საუბარია, რომ  ქართული ინსტრუქცია იყოს ნებისმიერ კოლოფში მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა მომხმარებელი. დღევანდელი რეგულაციით, მოთხოვნის შემთხვევაში აფთიაქი ვალდებულია, გასცეს ქართული ინსტრუქცია და ამასთან ერთად თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოყოფილი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ასეთი ქართული ინსტრუქცია არსებობს. რამდენად ხდება ამ ნორმების დაცვა, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი არგუმენტი, არსებული რეგულაციის გამკაცრება სჯობს თუ ახალი კანონის მიღება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ზოგადად ადამიანებს მშობლიურ ენაზე უნდა მიეწოდოს ინსტრუქცია და ხშირ შემთხვევაში აფთიაქებში გამოკრული არ არის თვალსაჩინო ადგილას, რომ ქართული ინსტრუქცია არსებობს.

დატოვე კომენტარი