მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომელი ქვეყნების მოქალაქეები დაიღუპნენ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფისას
ირანში, თეირანის აეროპორტთან „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ვინაობის შესახებ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.
ირანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ირანის 147 მოქალაქე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა და დაღუპულთა შორის არიან უკრაინის ორი მოქალაქე, ასევე, ეკიპაჟის 13 წევრი, ირანის 71, კანადის 73, გერმანიის ოთხი, დიდი ბრიტანეთის სამი, შვეიცარიის რვა და ავღანეთის ექვსი მოქალაქე.
„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა.