მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი „სოციალური მედიის საშუალებით ამბის თხრობა“ ტარდება [ფოტო, ვიდეო]

საქართველოს პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოში მუდმივმოქმედი რეგიონული აკადემიის ფარგლებში ტრენინგი -„სოციალური მედიის საშუალებით ამბის თხრობა“ ტარდება. სწავლებას ციფრული და სამაუწყებლო მედიის საერთაშორისო მრჩეველი და ტრენერი უძღვება.

კურსის მიზანია, ძირითადი პლატფორმების სტრატეგიული გამოყენება, აუდიტორიასთან კავშირი და ინტერაქცია; სოციალური მედიის საშუალებით თვითმხილველების მიერ გავრცელებული ახალი ამბების პოვნა და მათი სწრაფი ვერიფიკაცია; ამბის თხრობის ვეტრიკალური მეთოდების გამოყენება – ინსტაგრამის ფუნქციის – „სთორის“ გამოყენება, მისი საშუალებით ვიზუალური და ინტერაქტიული კონტენტის გაზიარება.

ტრენინგები ჩაუტარდებათ ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და სოციალური მედიის მენეჯერებს როგორც საქართველოდან, ისე მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.