მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო [ფოტო]
მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო [ფოტო]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გურიაში პრესტური გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალების 30-მდე წარმომადგენელი ოზურგეთში ქართული ჩაის პირველ ფესტივალს დაესწრო.

ღონისძიებაში ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელი მონაწილეობდა, როგორც გურიიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონიდან.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ სოფელ ბახვს, წითელმთას, ანასელსა და გურიანთას. დაესწრნენ ბიომეურნეობის, ჩაის კრეფისა და გადამუშავების პროცესს, დაათვალიერეს არყისა და ჩაის საწარმო.

ასევე ტურის მონაწილეებმა შეკვეთილში მუსიკოსებისა და მინიატურების პარკები მოინახულეს. მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე წვერმაღალას ტყე-პარკიც, რომელიც 4 ჰექტარ ტერიტორიაზე მოწყობილი და ორ იარუსიანია.