მედიის წარმომადგენლებისთვის ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართა
მედიის წარმომადგენლებისთვის ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართა

კინოთეატრ ამირანში მედიის წარმომადგენლებისთვის რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართა. ფილმში მთავარ როლს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.

ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში, ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს – ცდუნებას!

ფილმის პრემიერა 20 იანვარს გაიმართება.