მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარით საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ათივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარით საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ათივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარით საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ათივე პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, ვინაიდან მათი განმარტებით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეები.

დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმებოდა და დაკავებულების ნაწილის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით სხვადასხვა რაოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.