მედიის წარმომადგენელზე თავდასხმაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
მედიის წარმომადგენელზე თავდასხმაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

„პალიტრანიუსის“ ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

„მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა. ბრალდებული ამ ეტაპზე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მას ბრალდების მხარე ედავება დევნას შეუწყნარებლობის მოტივით და აგრეთვე, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლას. საქართველოს პროკურატურას მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აქვს“, – აღნიშნა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.

„პალიტრანიუსის“ ოპერატორს 6 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.