მედიის ინფორმაციით, ზიდანი ალეგრის 2019 წელს შეცვლის
მედიის ინფორმაციით, ზიდანი ალეგრის 2019 წელს შეცვლის

ზინედინ ზიდანი „იუვენტუსის” ახალი მთავარი მწვრთნელი 2019 წლის ზაფხულში გახდება, – ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

ფრანგი ამ თანამდებობაზე შეცვლის მასიმილიანო ალეგრის, რომელიც ტურინელებს 2014 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით, “იუვენტუსი” ზედიზედ ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

ამ ზაფხულს, ზიდანმა დატოვა “რეალი”, რომელთან ერთადაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ფეხბურთელობისას, ზიდანი ხუთი წელი თამაშობდა “იუვენტუსში” – 1996-2001 წლებში, რის შემდეგაც “რეალში” გადავიდა იმ მომენტში სარეკორდო თანხად – 75 მილიონ ევროდ.