მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორთან სატელეფონო საუბარი შედგა
მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორთან სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„სიენენი“ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უილიამ ბერნსმა ვლადიმერ პუტინთან საუბრისას სერიოზული შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ. ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ის მხრიდან სისულელე იქნება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა არ განიხილოს.

სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა და უილიამ ბერნსმა რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები, რეგიონული კონფლიქტები, კიბერუსაფრთხოება და დიპლომატიურ პრაქტიკაში არსებული კრიზისის საკითხები განიხილეს.

უილიამ ბერნსი აშშ-ის დელეგაციასთან ერთად 2-3 ნოემბერს იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც ადგილობრივი ძალოვანი სტუქტურების ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრები.