მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს სომხეთის პრემიერთან საუბრის შინაარსი გააცნო 

20:19, 16.09.2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის შინაარსი გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას დაძაბული უწოდა.

„რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ, ყველას ძალიან გვაწუხებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავება, ამაზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

როგორც მედია იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კოორდინირებული ძალისხმევით ესკალაცია შეჩერდა, თუმცა სიტუაცია კვლავ დაძაბულია“.

მსგავსი