მედიის ინფორმაციით, ვიეტნამში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარს, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა

13:29, 13.09.2023

მედიის ინფორმაციით, ვიეტნამში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარს, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა.

მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან 70-მდე ადამიანი გამოიყვანეს. მათგან 50-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ავტოსადგომზე შუაღამისას გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი ზედა სართულებზე სწრაფად გავრცელდა. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი