მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ დნიპროს დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, განადგურდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა

12:37, 18.04.2022

რუსების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროს დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა განადგურდა.

„სიენენი“ დნიპროს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშების სამიზნე სინელნიკოვისა და პავლოგრადის რაიონები გახდა.

მედიის ცნობით, მანამდე, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დნიპროს აეროპორტი დაბომბეს.

 

მსგავსი