მედიის ინფორმაციით, უკრაინის ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურმა „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაშავებულების გაყვანაში დახმარებისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა
მედიის ინფორმაციით, უკრაინის ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურმა „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაშავებულების გაყვანაში დახმარებისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა

უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინსკიმ (ვოლინა) „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაშავებულების გაყვანაში დახმარებისთვის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა.

უკრაინული მედიის ცნობით, ვოლინსკიმ აღნიშნული მიმართვა თურქული ტელეკომპანიის ეთერით გააკეთა.

„ბატონო პრეზიდენტო, რეჯეფ თაიფ ერდოღანო, საზღვაო ქვეითთა კორპუსის მაიორი სერგეი ვოლინსკი მოგმართავთ. ახლა მე ვასრულებ მოვალეობას 36-ე საზღვაო ქვეით ბრიგადაში, რომელიც მარიუპოლის გარნიზონშია და 65 დღეა, იბრძვის ალყაში. ჩვენთან არის 600 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები და რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. ჩვენთან ერთად არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც დაშავებული არიან და რომლებსაც ასევე სჭირდებათ თქვენი დახმარება. ჩვენთან ერთად ობიექტზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათობით ბავშვი ეძებენ უსაფრთხოებას. ყველაზე პატარა ოთხი თვისაა. ახლა მივმართავ თურქ ხალხს, ბატონ პრეზიდენტს, გამოიყენოს ჩვენი „გამოყვანის“ პროცედურა. ყველაფერი გააკეთოს, რათა მარიუპოლის გარნიზონი თურქეთში გაიყვანოს. თურქული მხარის უსაფრთხოების გარანტიებით „აზოვსტალიდან“ გაგვიყვანოს. თქვენი დახმარების იმედი გვაქვს“, – აღნიშნა ვოლინსკიმ.

ვოლინსკიმ აქვე დაამატა, რომ „აზოვსტალში“ ძალიან რთული მდგომარეობაა და ბრძოლა არ წყდება.