მედიის ცნობით, უკრაინაში დღის განმავლობაში მეორედ რუსეთი ხარკოვს ბომბავს, ინფორმაცია ვრცელდება ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნის შესახებაც
მედიის ცნობით, უკრაინაში დღის განმავლობაში მეორედ რუსეთი ხარკოვს ბომბავს, ინფორმაცია ვრცელდება ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნის შესახებაც

უკრაინაში დღის განმავლობაში უკვე მეორედ რუსეთი ქალაქ ხარკოვს ბომბავს. ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ინდუსტრიულ რაიონში ინფრასტრუქტურას ბომბავს. მედიის ინფორმაციით, ზარალისა და მსხვერპლის შესახებ დეტალები ზუსტდება.

უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო იერიშის ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია ბელარუსის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ეს 300“-ის რაკეტის ჩავარდნის შესახებ.

ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ ნასროლი რაკეტა დაეცა. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული რაკეტა ჩამოაგდეს თუ თავისით ჩავარდა. დღევანდელი სარაკეტო იერიშის შედეგად კიევის 40 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.