მედიის ინფორმაციით, უკრაინამ დრონების გამოყენებით რუსეთის რამდენიმე რეგიონსა და ყირიმზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე
მედიის ინფორმაციით, უკრაინამ დრონების გამოყენებით რუსეთის რამდენიმე რეგიონსა და ყირიმზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე

უკრაინამ დრონების გამოყენებით რუსეთის რამდენიმე რეგიონსა და ყირიმზე იერიში მიიტანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე განადგურებულია 56 უკრაინული დრონი, მათ შორის 27 ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს.

როგორც მედია წერს, რამდენიმე დრონი გაუვნებელყოფილია აზოვის ზღვის აკვატორიაში, ხოლო ყირიმის ტერიტორიაზე სამი დრონი გაანადგურეს.

მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა ასევე იყო კრასნოდარისა და როსტოვის ოლქებშიც.

ამასთან, ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა.