მედიის ინფორმაციით, თურქულმა დაზვერვამ ფეთჰულა გიულენის ძმისშვილი დააკავა

14:23, 31.05.2021

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა ფეთჰულა გიულენის ძმისშვილი სალაჰადინ გიულენი საზღვარგარეთ დააკავა და ქვეყანაში ჩაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ჩატარებული დაკავების ოპერაციის კონკრეტული ადგილის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეირაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით, იგი ძებნილად იყო გამოცხადებული.

თურქული დაზვერვის ინფორმაციით, სალაჰადინ გიულენს კავშირი აქვს ორგანიზაცია „ფეთოს“ ლიდერებთან, მათ შორის ე.წ. მრჩეველთა საბჭოს წევრებთან.

მსგავსი