მედიის ინფორმაციით, „თურქიშ ეარლაინსი“ ფრენების განახლებას გეგმავს, მათ შორის საქართველოშიც
მედიის ინფორმაციით, „თურქიშ ეარლაინსი“ ფრენების განახლებას გეგმავს, მათ შორის საქართველოშიც

თურქული ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსი“ ივნისიდან შიდა და საერთშორისო ფრენების განახლებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცობით, ავიაკომპანიამ შეიმუშავა ფრენების განრიგი ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პერიოდისთვის.

„ანადოლუ“ წერს, რომ „თურქიშ ეარლაინსი“  შიდა ფრენებს ივნისში აღადგენს და ეტაპობრივად საერთაშორისო რეისების შეასრულებასაც დაიწყებს.

ფრენების სამთვიანი განრიგის თანახმად, თურქული ავიაკომპანია თავდაპირველად 19 ქვეყანაში იფრენს, მათ შორის საქართველოში.

ქვეყნების ჩამონათვალში ასევე არიან კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია,ნიდერლანდები, ბელგია, ბელარუსი, ისრაელი, ქუვეითი და ლიბანი.

ყოველკვირეულად 75 რეისის შესრულება იგეგმება. ეტაპობრივად, ივლისსა და აგვისტოში იგეგმება რეისების დამატება.

კორონავირუსის პანდემიის გამო „თურქიშ ეარლაინსს“ 28 მაისამდე ყველა შიდა და საერთაშორისო ფრენა შეჩერებული აქვს.