მედიის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „სამშობლოს“ ლიდერი, მუჰარემ ინჯე მიიღებს მონაწილეობას
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „სამშობლოს“ ლიდერი მუჰარემ ინჯე მიიღებს მონაწილეობას.
თურქი პოლიტიკოსი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. მუჰარემ ინჯემ 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატის რანგში და ხმების 30 პროცენტზე მეტი აიღო, მაგრამ მოგვიანებით პარტია დატოვა და საკუთარი პარტია „სამშობლო“ შექმნა.
„დიდებულ დღეებს ვნახავთ“, – დაწერა სოციალურ ქსელში მუჰარემ ინჯემ.