მედიის ინფორმაციით, თურქეთის კონკურენციის მარეგულირებელმა უწყებამ „ფეისბუქის“ და „ვოთსაფის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
მედიის ინფორმაციით, თურქეთის კონკურენციის მარეგულირებელმა უწყებამ „ფეისბუქის“ და „ვოთსაფის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

თურქეთის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ „ფეისბუქის“ და „ვოთსაფის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ ასევე შეაჩერა მათი ინფორმაციის გავრცელების წესები.

თურქეთის კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას „ვოთსაფმა“ ბევრი მომხმარებელი აიძულა, დათანხმებულიყვნენ კონფიდენციალურობის ახალ წესებს „ფეისბუქისთვის“ პირადი მონაცემების გაზიარებასთან დაკავშირებით.

თურქული მედია წერს, რომ თუ პირობები მიღებული არ იქნება, აპლიკაციის გამოყენება შეუძლებელი გახდება.