მედიის ინფორმაციით, ტუხელი და ლიოვი პსჟ-ს მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები არიან
მედიის ინფორმაციით, ტუხელი და ლიოვი პსჟ-ს მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები არიან

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატები გამოჩნდნენ. როგორც გაზეთი L’Equipe წერს, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ კანდიდატებად გერმანელ სპეციალისტებს – თომას ტუხელსა და იოახიმ ლიოვს განიხილავს.

მწვრთნელებისთვის ბრძოლაში “პარი სენ-ჟერმენს” კონკურენციას გაუწევს მიუნხენის “ბაიერნი”. უფრო ადრე დაიწერა, რომ ტუხელის მიმართ ინტერესს ლონდონის “არსენალი” იჩენს.

ტუხელმა “დორტმუნდი” 2017 წელს დატოვა, იოახიმ ლიოვი კი 2006 წლიდან გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

სხვადასხვა დროს ასევე იტყობინებოდნენ, რომ პარიზელთა ინტერესის სფეროში არიან – ანტონიო კონტე, იურგენ კლოპი და ლეონარდო ჟარდიმი.