მედიის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს, რომელიც მოსკოვის ცენტრში ხალხში შევარდა, საჭესთან ჩაეძინა
მედიის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს, რომელიც მოსკოვის ცენტრში ხალხში შევარდა, საჭესთან ჩაეძინა

ტაქსის მძღოლს, რომელიც მოსკოვის ცენტრში ხალხში შევარდა, საჭესთან ჩაეძინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მძღოლი ყირგიზეთის მოქალაქეა და რუსეთში ლეგალურად იმყოფებოდა.

ინციდენტის დროს ის ფხიზელი იყო. დაკავებულის მტკიცებით, მან შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შიშის გამო სცადა. აღმკვეთ ღონისძიებაზე მოსკოვის სასამართლო ორშაბათს იმსჯელებს.

შემთხვევის დროს ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასული ფეხბურთის გულშემატკივრები. დაშავებულთა შორის მექსიკის ორი მოქალაქეა.