მედიის ინფორმაციით, „თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა
მედიის ინფორმაციით, „თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა

„თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა. თალიბების ჯგუფს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ამირ ხან მუთაქი ხელმძღვანელობს.

„თალიბანის“ წევრები სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ევროპული ქვეყნების ოფიციალურ პირებსა და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მედიის ინფორმაციით, თალიბების დელეგაციაზე იქნება ზემოქმედება, შეასრულოს დაპირებები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რის სანაცვლოდ მილიარდობით დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს, რომელიც ამჟამად გაყინულია.

„დასავლეთის ბერკეტი „თალიბანზე“ არის თითქმის 10 მილიარდი დოლარი ავღანური ფული, რომელიც ძირითადად შეერთებულ შტატებშია შენახული“, – წერს მედია.

გავრცელებული ცნობით, ამირ ხან მუთაქი შეეცდება, ამ თანხის ნაწილი დააბრუნოს საჯარო მოხელეების ხელფასების გადასახდელად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ქვეყანაში საკმარისი საკვები იქნება.