მედიის ინფორმაციით, ტაილანდის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელმა სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი შენობიდან გასვლა და მიმალვა შეძლო
მედიის ინფორმაციით, ტაილანდის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელმა სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი შენობიდან გასვლა და მიმალვა შეძლო

ტაილანდის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელმა სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი შენობიდან გასვლა და მიმალვა შეძლო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმს და შეირაღებულ თავდამსხმელს შორის დაპირისპირება 20 წუთის შუალედით ორჯერ მოხდა.

სავაჭრო ცენტრ „ტერმინალ 21“-დან ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. ბოლო დაპირისპირების შემდეგ, შენობიდან პოლიციის და არმიის სპეცდანიშნულების რაზმები გამოვიდნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ავტომობილია მობილიზებული. სპეცდანიშნულების რაზმებმა თავდამსხმელი ვერ აღმოაჩინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა, შენობის სარდაფში იმყოფება. ს

სამართალდამცველებმა სავაჭრო ცენტრიდან ათასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. სავაჭრო ცენტრის უბანი სრულად ჩაკეტილია.

32 წლის სამხედრო მოსამსახურემ თავდაპირველად მეთაური და კიდევ ორი ადამიანი სამხედრო ბაზაზე მოკლა. შემდეგ შეიარაღება გაიტაცა, ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და 20 ადამიანი მოკლა. თავდასხმის შედეგად 31 ადამიანია დაშავებული, მათგან 10-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.