მედიის ინფორმაციით, სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფები დაზვერვის ოფიცრის წვრთნებს უტარებდნენ 
მედიის ინფორმაციით, სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფები დაზვერვის ოფიცრის წვრთნებს უტარებდნენ 

სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფები დაზვერვის ოფიცრის წვრთნებს უტარებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული გამოცემები წერენ, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალი, ახლამ ალბაშირი სირიელია, რომელიც თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და სხვა ქურთულ სამხედრო ჯგუფებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ტერორისტ მამაკაცთან ერთად, უკანონოდ ოთხი თვის წინ შევიდა.

გავრცელებული ცნობით, ტერაქტის ინსტრუქციებს სირიის კობანის რეგიონიდან გასცემდნენ. აფეთქების შემდეგ ტერაქტში ჩართული პირები საბერძნეთში აპირებდნენ გადასვლას. თურქეთის სადაზვერვო დანაყოფების თანახმად, თუ ტერორისტები შეძლებდნენ ქვეყნიდან გასვლას და დამალვას, მათ საბერძნეთში სიკვდილით დასჯიდნენ და თავდასხმასთან ყოველგვარი კავშირი გაწყდებოდა.

ამ დროისთვის თურქეთში ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 48 ადამიანია დაკავებულია, რომელთაგან უმრავლესობა სირიელია.