მედიის ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა

13:37, 12.11.2020

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა.

სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია არწვიკ მინასიანი, ასევე პარტია „სამშობლოს“ წევრი, არსენ ბაბაიანი და პარტია „ეროვნული დღის წესრიგის“ წევრი, არა აკოფიანი.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლები პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების პრესკონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდნენ.

ოპოზიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკანონო მიტინგის ორგანიზების ბრალდებით, ღამით, პოლიტიკოსების ჯგუფი დააკავეს.

მსგავსი