მედიის ინფორმაციით, სოხუმში სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა
მედიის ინფორმაციით, სოხუმში სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარი სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაჭრილები სოხუმის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უტარდებათ.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონაა.

შემთხვევის ადგილზე ე. წ. აფხაზური მილიციაა მობილიზებული.