სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს ჩატარდება
სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს ჩატარდება

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სამთავრობო მედია, ქვეყნის პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

საპრეზიდენტო კანდიდატებს საკონსტიტუციო სასამართლოში განცხადების წარდგენა 19 აპრილიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

საზღვარგარეთ მცხოვრები სირიის მოქალაქეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად მიმდინარე წლის 20 მაისი განისაზღვრა.

„დღეს ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური საკითხის წინაშე ვდგავართ და მისი პროცედურები არის სამშობლოსადმი კუთვნილების გულწრფელი გამოხატვა“, – განაცხადა სირიის პარლამენტის სპიკერმა, ჰამოუდა საბაღმა.