მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეა რუსეთში სტრატეგიული მასალების ექსპორტის აკრძალვას გეგმავს
მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეა რუსეთში სტრატეგიული მასალების ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

სამხრეთ კორეამ გადაწყვიტა, აკრძალოს სტრატეგიული მასალების ექსპორტი რუსეთში, რათა თავის მხრივ შეუერთდეს კრემლის წინააღმდეგ დაწესებულ გლობალურ სანქციებს, – ამის შესახებ კორეული მედია ადგილობრივ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

ოფიციალური სეული ასევე გეგმავს, შეუერთდეს საერთაშორისო ნაბიჯს, რათა რუსეთის გაითიშოს SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის ქსელიდან და ქვეყნის საგარეო უწყებამ ამის შესახებ შეერთებულ შტატებს დიპლომატიური არხებით აცნობა.

სამხრეთ კორეა აშშ-სთან ურთიერთკავშირით ასევე გეგმავს აკრძალოს კომპიუტერების, ტელეკომუნიკაციების, ინფორმაციული უსაფრთხოების აღჭურვილობის, ლაზერებისა და სენსორების ექსპორტი რუსეთში.