მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქურთ მუშათა პარტიასთან კავშირში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავეს
მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქურთ მუშათა პარტიასთან კავშირში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავეს

თურქული მედიის ცნობით, ყარსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ქურთ მუშათა პარტიასთან კავშირში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავეს.

მათ შორის არიან პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრები, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციაში მუშაობდნენ. მათ ბრალად სდებენ „ტერორისტული დაჯგუფების წევრობას, მოქალაქეთა ტერორისტულ დაჯგუფებებში გადაბირებასა და ტერორისტების ფინანსურ დახმარებას.

სპეცოპერაციის ფარგლებში ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფებმა მუნიციპალიტეტების კუთვნილ შენობებში ჩხრეკა ჩაატარეს.