მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „თალიბანი“ ტყუილში დაადანაშაულა

11:53, 12.09.2021

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ივ ლე-დრიანის თქმით, „თალიბანის“ ხელმძღვანელობამ საერთაშორისო საზოგადოება მოატყუა, როდესაც განაცხადეს, რომ ავღანეთის დატოვების სურვილის მქონე ავღანელებს ამის საშუალებას მისცემდნენ და წარმომადგენლობით და ინკლუზიურ მთავრობას ჩამოაყალიბედნენ.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ლე დრიანმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი არ ცნობს „თალიბანის“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის ლეგიტიმურობას და მათთან კონტაქტის დამყარებას არ გეგმავს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „თალიბანმა“ მის მიერ გაცემული დაპირებები ჯერ საქმით უნდა დაამტკიცოს.

ჟან ივ ლედრიანი 12 სექტემბერს დოჰაში მიემგზავრება ავღანეთში დარჩენილი საფრანგეთის მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციისთვის მოლაპარაკებების გასამართად. ამ დროისთვის, საფრანგეთმა ავღანეთიდან 3 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

მსგავსი