მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, მიგრანტთა ბანაკში ხანძრის გამო 550 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, მიგრანტთა ბანაკში ხანძრის გამო 550 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთში, კუნძულ სამოსზე, მიგრანტთა ბანაკში ხანძრის გამო 550 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მსხვერპლისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბანაკში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, 7 500-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. შენობის სავალალო მდგომარეობის გამო, ხელისუფლებამ მიგრანტების ახალ შენობაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მიგრანტთა უმეტესობა ბანაკთან ახლოს, კარვებში გადაიყვანეს. მიგრანტების ახალ შენობაში გადაყვანის პროცესი ოთხშაბათისთვის უნდა დასრულდეს.