მედიის ინფორმაციით, რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს 
მედიის ინფორმაციით, რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს 

რუსი ბაიკერების კოლონა საქართველოში არ შემოუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეურასია დეილი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, რუსი და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი კოლონა „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს.

როგორც თავად ბაიკერები რუსულ მედიასთან ამბობენ, მათ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტიც აუკრძალეს.  ინტერნეტგამოცემა „ობოზრივატელი“ წერს, რომ კოლონაში 30-ზე მეტი ბაიკერი იყო, ისინი სალონიკში მიემგზავრებოდნენ, სადაც 1-2 მაისს შეკრებაა დაგეგმილი. ჟურნალისტების ცნობით, ბაიკერებისთვის დაწესებული აკრძალვა 10 მაისამდე იქნება ძალაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.