მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სვეტლანა ციხანოვსკაია ძებნილთა სიიდან ამოიღო
მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სვეტლანა ციხანოვსკაია ძებნილთა სიიდან ამოიღო

რუსეთმა ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაია ძებნილთა სიიდან ამოშალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის პოლიციამ, ბელარუსის ხელისუფლების ინიციატივით, ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ციხანოვსკაია ძებნილთა სიიდან ამოშალა.

ციხანოვსკაია ქვეყნიდან გასულ წელს გაიქცა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დარბევა და პოლიტიკური აქტივისტების მასობრივი დაკავება დაიწყო.

ციხანოვსკაიას მომხრეები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა გაიმარჯვა და ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.