მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი
მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი

რუსეთის ძალებმა დღეს დილით ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი, მათგან ერთი 13 წლის ბავშვია. დაშავებულია ერთი ადამიანი, ის 72 წლის ქალია.

„ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში რუსმა ოკუპანტებმა დილით დარტყმები განახორციელეს. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შემთხვევის ადგილებზე. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები“, – აღნიშნავს სინეგუბოვი.

სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, ქალაქის ქუჩებში არ გავიდნენ და თავშესაფრებსა და უსაფრთხო ადგილებში იყვნენ.