მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა

14:42, 14.07.2022

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრის დაბომბვის შედეგად კიდევ 25-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

რაკეტა ავტომობილების სადგომთან ჩამოვარდა, რის შემდეგაც 30-მდე ავტომობილი დაიწვა. ადგილზე 100-მდე მაშველი მუშაობს.

ვინიცაში რამდენიმე ადგილი დაიბომბა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები. ვინიცის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს.

მსგავსი