მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში, ავიაბაზაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა 
მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში, ავიაბაზაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში მდებარე ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ბაზაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ადასტურებს.

მათივე ცნობით, ადგილზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი, რის გამოც მობილიზებულია სახანძრო მანქანები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.