მედიის ინფორმაციით, რუსეთი ნიდერლანდებს ხვალიდან გაზის მიწოდებას შეუწყვეტს
მედიის ინფორმაციით, რუსეთი ნიდერლანდებს ხვალიდან გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

რუსეთი ნიდერლანდებს ხვალიდან გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, რუსულმა გაზპრომმა ნიდერლანდების ბუნებრივი აირით მომარაგების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიდერლანდების სახელმწიფო კომპანია „გაზტერამ“ უარი თქვა რუსულ რუბლებში ანგარიშსწორებაზე, რასაც მოსკოვი ითხოვდა.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, რუსული მხარის მოთხოვნა, რომ გაზის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს კრემლის შეთავაზებული სქემით, რაც გულისხმობს გაზპრომბანკში ანგარიშის გახსნას, სადაც თანხა ევროში ჩაირიცხება და შემდეგ მოხდება მისი კონვერტირება რუბლებში, შეიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევისა და სხვა ფინანსურ და ოპერაციულ საფრთხეებს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთი ნიდერლანდებში გაზის მიწოდება 31 მაისიდან შეწყვეტს. როგორც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რუსული გაზის მიწოდების შეჩერება არც ქვეყნის მოქალაქეებზე და არც ბიზნესზე არ აისახება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნიდერლანდები ამჟამად მოიხმარს 40 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირის, რომლიდანაც დაახლოებით ხუთი მილიარდი კუბური მეტრი არის რუსული გაზი.