მედიის ინფორმაციით, პსჟ ბუფონს რვა მილიონს სთავაზობს
მედიის ინფორმაციით, პსჟ ბუფონს რვა მილიონს სთავაზობს

იტალიურ პრესაში გაჩნდა ახალი დეტალები “იუვენტუსის” მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის მომავალთან დაკავშირებით.

ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბუფონსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის.

Football Italia-ის ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა 40 წლის მეკარეს მომავალი წლის სეზონისთვის რვა მილიონი ევრო და კაპიტნის სამკლაური შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ის გარდა, ბუფონთან კონტრაქტის გაფორმება სურს “ლივერპულს”.

19 მაისს, ბუფონი ბოლო მატჩს ჩაატარებს “იუვენტუსის” შემადგენლობაში და გამოეთხოვება კლუბს, რის შემდეგაც მოფიქრებისთვის რამდენიმე დღეს აიღებს და შემდეგ გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას საკუთარი კარიერის შესახებ.