პორტუგალიის პარლამენტმა სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა
პორტუგალიის პარლამენტმა სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

პორტუგალიის პარლამენტმა სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Observador-ი ავრცელებს.

კანონპროექტის ტექსტი მემარცხენე ბლოკის დეპუტატებმა მოამზადეს. მას მხარი ყველა საპარლამენტო ჯგუფმა დაუჭირა, გარდა მემარჯვენე CDS-ისა, რომელმაც თავი შეიკავა.

დოკუმენტი ითვალისწინებს კანაფის მცენარის საფუძველზე დამზადებული სამედიცინო პროდუქტების, პრეპარატებისა და სუბსტანციების სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალიზებას. ამასთან, საუბარია კანაფისგან დამზადებულ პრეპარატებზე და არა თავად მცენარეზე. დოკუმენტი არ რთავს ნებას ფიზიკურ პირებს, დათესონ მარიხუანა.

ევროპაში სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოხმარება ნებადართულია ნიდერლანდებში, იტალიაში, ჩეხეთში, დანიაში, ესპანეთსა და გერმანიაში.