მედიის ინფორმაციით, პორტლენდში, პოლიციის აგრესიის საწინააღმდეგო აქციაზე სამხედროები იმყოფებიან
მედიის ინფორმაციით, პორტლენდში, პოლიციის აგრესიის საწინააღმდეგო აქციაზე სამხედროები იმყოფებიან

აშშ-ში, პორტლენდში, პოლიციის აგრესიის საწინააღმდეგო აქციაზე ეროვნული უსაფრთხოების სამი სხვადასხვა სამხედრო დანაყოფი მივიდა.

გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ შენიღბული სამხედროები, რომლებსაც სამკერდე ნიშნები არ უკეთიათ, საპროტესტო აქციის დაშლას ცდილობენ.

„როიტერის“ მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა აქტივისტების თქმით, პროტესტის მსგავსი ფორმით დაშლა გამოხატვის თავისუფლებისა და აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევაა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საპროტესტო აქციის დასაშლელად ეროვნული უსაფრთხოების ძალების გამოყენებას აკრიტიკებს ტრამპის ოპონენტი, ჯო ბაიდენი.

„ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ქაოსისა და დაყოფის დათესვას ცდილობს. მას სურს, რომ ვითარება გააუარესოს და არა გააუმჯობესოს. ტრამპი უხეშ ტაქტიკებს იყენებს და ქვეყანაში დაყოფის კერების ჩაქრობას არ ცდილობს“, –  განაცხადა ბაიდენმა.

პორტლენდში რასიზმისა და პოლიციის აგრესიის საწინააღდეგო აქციები მაისის ბოლოდან მიმდინარეობს.