მედიის ინფორმაციით, პოლონეთის სპეცსამსახურებმა მუსლიმებზე თავდასხმა აღკვეთეს
მედიის ინფორმაციით, პოლონეთის სპეცსამსახურებმა მუსლიმებზე თავდასხმა აღკვეთეს

პოლონეთის სპეცსამსახურებმა მუსლიმებზე თავდასხმა აღკვეთეს, დაკავებულია ორი მამაკაცი. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

სპეცოპერაცია პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ 10 ნოემბერს ჩაატარა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ჯგუფი მუსლიმების დაშინების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით რადიკალურ ქმედებებს გეგმავდა.

როგორც პოლონეთის სპეცსამსახურის კოორდინატორის პრესმდივანმა, სტანისლავ ჟარინმა განაცხადა, ბოროტმოქმედები ნორვეგიაში, ანდერს ბრეივიკისა და ახალ ზელანდიაში ბრენტონ ტარანტის მიერ განხორციელებული ტერაქტების მსგავს თავდასხმებს გეგმავდნენ.