მედიის ინფორმაციით, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს ავსტრალიაც უცხადებს
მედიის ინფორმაციით, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს ავსტრალიაც უცხადებს

აშშ-თან ერთად, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს ავსტრალიაც უცხადებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისა და სხვა ბევრი საკითხის გამო იქნა მიღებული.

ჯონ მორისონის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ავსტრალია აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს შეუერთდა, რადგან ბოლო პერიოდში ჩინეთ-ავსტრალიის ურთიერთობები გაუარესებულია. პრემიერის თქმით, ბოიკოტის გამოცხადების მიუხედავად, სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მაინც ექნებათ.

აშშ-მა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების წინააღმდეგ დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილება გასულ დღეს მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში, უიღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლების იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს. ჩინეთმა დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება და გადამწყვეტი კონტრზომების მიღებით დაემუქრა. ჩინეთში მიიჩნევენ, რომ აშშ-მა სპორტში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაარღვია, ხოლო ბოიკოტის წამოყენება სიცრუესა და ჭორებზე იყო დაფუძნებული.